Thursday, March 20, 2014

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
10 ზე, 100ზე, 1000ზე გაყოფა
კლასი
მეოთხე
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლეებმა ახსნან რიცხვის 10ზე 100ზე 1000ზე გაყოფის წესი და განივითარონ ამ წესის გამოყენების უნარ-ჩვევები
რესურსები
სახელმძღვანელო, ათეულებისა დაასეულების მოდელები, პლაკატები, სქემები ცხრილი
უნარები
მოსწავლეებს უვითარდებათ ადვილად გამოთვლის,ზეპირი ანგარიშის სტრატეგიები.
თანმიმდევრობა
შესავალი ნაწილი:[7წთ] საშინაო დავალების  სავარჯიშოების განხილვა და მათი გამოყენებით ახალი მასალის საკითხზე გადასვლა. ამ სავარჯიშოების შემდეგ გაიხსენებენ,  რომ ნამრავლის ერთ-ერთ თანამამრავლზე გაყოფით მიიღება მეორე  თანამამრავლი. ამ  თვისების გამოყენებით  გადავდივართ ძირითად  აქტივობაზე[20წთ] 1]მივცემ 10ზე  გამრავლების  სამ მაგალითს და ვიპოვით განაყოფს,ჩამოვაყალიბებთ10-ზე გაყოფის წესს.    2]100-ზე გამრავლების მაგალითების საფუძველზე ჩამოვაყალიბოთ  100ზე გაყოფის წესი    .3]ანალოგიურად ჩამოაყალიბებენ 1000-ზე გაყოფის წესს.  4]მივცემ დამოუკიდებელ სამუშაოს და ამ სამუშაოს დამთავრების შემდეგ გავარჩევთ დაფასთან[12წთ] ამის შემდეგ მოსწავლეები შეავსებენ დაფაზე გამოკრულ ცხრილს აღნიშნული მასალის შესაბამისად [2წთ]   საშინაო დავალების მიცემა მითითებით[3წთ]
შეფასება
გამოვყოფ აქტიურ მოსწავლეებს,  მივცემ მითითებებს არააქტიურ ბავშვებს,  მადლობას გადავუხდი დღევანდელი დღისთვის[1წთ]

ე.ს გ.-  ს სტანდარტები
ზეპირად ყოფს ორნიშნა რიცხვს ერთნიშნაზე,ხსნის რიცხვის10-ზე 100-ზე და1000-ზე დ.ა.შ. გამრავლების და გაყოფის წესებს იყენებს მათ გამოთვლების შესრულებისას.

კრიტერიუმი
1-4
5-6
7-8
9-10
ზეპირად ყოფს ორნიშნა რიცხვებს ერთნიშნაზე ხსნის 10-ზე 100-ზე 1000-ზე გამრავლებისა და გაყოფის წესებს.იყენებს მათ გამოთვლების შესრულებისას.
უჭირს გამრავლების ტაბულა. ვერ ახერხებს  რიცხვის გაყოფას 10-ზე 100-ზე და1000-ზე
აკეთებს მაგალითებს სხვისი დახმარებით მაგრამ  ვერ აყალიბებს შესაფერის წესს
ხსნის მაგალითებს აყალიბებს გაყოფის წესებს ხარვეზებით
ხსნის მაგალითებს აყალიბებს10-ზე 100-ზე და1000-ზე  გაყოფის წესებს