გაკვეთილის თემა
|
10 ზე, 100ზე, 1000ზე გაყოფა
|
კლასი
|
მეოთხე
|
გაკვეთილის მიზანი
|
მოსწავლეებმა ახსნან რიცხვის 10ზე 100ზე 1000ზე გაყოფის წესი და განივითარონ
ამ წესის გამოყენების უნარ-ჩვევები
|
რესურსები
|
სახელმძღვანელო, ათეულებისა დაასეულების მოდელები, პლაკატები, სქემები
ცხრილი
|
უნარები
|
მოსწავლეებს უვითარდებათ ადვილად გამოთვლის,ზეპირი ანგარიშის სტრატეგიები.
|
თანმიმდევრობა
|
შესავალი ნაწილი:[7წთ] საშინაო დავალების სავარჯიშოების განხილვა და მათი გამოყენებით ახალი
მასალის საკითხზე გადასვლა. ამ სავარჯიშოების შემდეგ გაიხსენებენ, რომ ნამრავლის ერთ-ერთ თანამამრავლზე გაყოფით მიიღება
მეორე თანამამრავლი. ამ თვისების გამოყენებით გადავდივართ ძირითად აქტივობაზე[20წთ] 1]მივცემ 10ზე გამრავლების სამ მაგალითს და ვიპოვით განაყოფს,ჩამოვაყალიბებთ10-ზე
გაყოფის წესს. 2]100-ზე გამრავლების მაგალითების საფუძველზე ჩამოვაყალიბოთ 100ზე გაყოფის წესი .3]ანალოგიურად ჩამოაყალიბებენ 1000-ზე გაყოფის
წესს. 4]მივცემ დამოუკიდებელ სამუშაოს და
ამ სამუშაოს დამთავრების შემდეგ გავარჩევთ დაფასთან[12წთ] ამის შემდეგ მოსწავლეები
შეავსებენ დაფაზე გამოკრულ ცხრილს აღნიშნული მასალის შესაბამისად [2წთ] საშინაო დავალების მიცემა მითითებით[3წთ]
|
შეფასება
|
გამოვყოფ აქტიურ მოსწავლეებს,
მივცემ მითითებებს არააქტიურ ბავშვებს,
მადლობას გადავუხდი დღევანდელი დღისთვის[1წთ]
|
ე.ს გ.- ს სტანდარტები
|
ზეპირად ყოფს ორნიშნა რიცხვს ერთნიშნაზე,ხსნის რიცხვის10-ზე 100-ზე და1000-ზე
დ.ა.შ. გამრავლების და გაყოფის წესებს იყენებს მათ გამოთვლების შესრულებისას.
|
კრიტერიუმი
|
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
ზეპირად ყოფს ორნიშნა რიცხვებს ერთნიშნაზე ხსნის 10-ზე 100-ზე 1000-ზე
გამრავლებისა და გაყოფის წესებს.იყენებს მათ გამოთვლების შესრულებისას.
|
უჭირს გამრავლების ტაბულა. ვერ ახერხებს რიცხვის გაყოფას 10-ზე 100-ზე და1000-ზე
|
აკეთებს მაგალითებს სხვისი დახმარებით მაგრამ ვერ აყალიბებს შესაფერის წესს
|
ხსნის მაგალითებს აყალიბებს გაყოფის წესებს ხარვეზებით
|
ხსნის მაგალითებს აყალიბებს10-ზე 100-ზე და1000-ზე გაყოფის წესებს
|